08.12.2021
- Advertisement -spot_img

გოგელიას კლინიკაში მისული მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მაგივრად C ვიტამინი გაუკეთეს

მოქალაქეები ამბობენ, რომ გოგელიას კლინიკაში გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინი გაუკეთეს. კლინიკაში მყოფი პაციენტების თქმით, ერთ-ერთს გაუჩნდა ეჭვი, რომ ოთხკომპონენტიანი გრიპის ვაქცინის ნაცვლად სხვა პრეპარატი გაუკეთეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, აცრაში მათ 75 ლარი ჰქონდათ გადახდილი.

ერთ-ერთი პაციენტის თქმით, როდესაც მოითხოვა განმარტება, თუ რა პრეპარატით აცრეს, მედპერსონალისგან უარი მიიღო. ამასთან, ის ამბობს, რომ კლინიკაში ერთჯერადი გამოყენების ნემსებს რამდენჯერმე იყენებდნენ.

ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც. მოქალაქეები ითხოვენ, რომ ექსპერტიზამ დაადგინოს, თუ რა პრეპარატი გაუკეთეს რეალურად.

“ჩემს თვალწინ მინდოდა გაეხსნათ ეს წამალი. ექიმმა გვითხრა, გარეთ დაგველოდეთო და დაველოდეთ. შემდეგ შევედით, აგვცრეს. ბავშვს ძლივს გაუკეთეს აცრა, რომ გამოვედი ხელი ამეწვა და ამ ვაქცინას ასეთი უკუჩვენება არ აქვს. შევბრუნდი, ნემსი მომეცით-მეთქი და გაგვიკეთეს ინსულინის შპრიცით, რითაც ეს არ კეთდება. ეს შპრიციც არის მეორადი, წებოებიც ეტყობა”, – ამბობს პაციენტი. 

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მონაცემებით, გოგელიას კლინიკას აღნიშნულ მისამართზე არსებულ დაწესებულებაში იმუნიზაციის განხორციელების უფლება არ ჰქონდა და შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნია.

„ამასთან, ექიმს, რომელმაც იმუნიზაცია ჩაატარა, არ აქვს აცრის ჩატარების სერტიფიკატი და ამასთან,  შარშან  გამოვლინდა მის მიერ სერტიფიკატების გაყალბების ფაქტები, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმეც აღიძრა“, – აცხადებენ უწყებაში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

თბილისის მუნიციპალიტეტის ახალი მთავრობა დამტკიცებულია. საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ წარდგენილ მერის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლების...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img