19.04.2024
- Advertisement -spot_img

გოგი წულაია ექსპერტიზას ითხოვს, იმის დასადგენად შეუძლია თუ არა მას სქესობრივი აქტის დამყარება

გოგი წულაია ითხოვს ექსპერტიზას, რომელიც დაადგენს, შეუძლია თუ არა მას სქესობრივი აქტის დამყარება. ამის შესახებ წულიას ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “სხვა ნანუკა” განაცხადა.

ვალერი გელბახიანის თქმით, გოგი წულაიას პოზიცია იყო ამ საკითხზე სასამართლოზე საჯაროდ საუბარი.

„მან მოითხოვა სასამართლოზე ამ ტიპის ექსპერტიზის ჩატარება. თქვა, ოპერაციის მერე, ჯერ ერთი მეკრძალებოდა და მეორე, უნარიც არ მქონდა ამ ტიპის მოქმედებებისო. ექსპერტიზაც დაადასტურებდა, რომ ქმედუნარიანი არ იყო. მე უბრალოდ ის ვთქვი, რომ მას დაქვეითებული ჰქონდა ეს უნარები…  გოგი წულაია ახლაც ითხოვს ექსპერტიზის ჩატარებას, იმიტომ რომ ამ ექსპერტიზის დასკვნებით გამოირიცხება ყოველგვარი მითქმა-მოთქმა და თუნდაც ის უსაფუძვლო ბრალდებები, რასაც მას ახლა პროკურატურა უყენებს,“ – აღნიშნა  ვალერი გელბახიანმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img