19.04.2024
- Advertisement -spot_img

“გოლეთიანის მესიჯბოქსში საინტერესო ცვლილებებია” – ანდრია გვიდიანი

ენერგეტიკის ექსპერტი ანდრია გვიდიანი, ვარლამ გოლეთიანს ფეისბუქ სტატუსით ეხმაურება

“მესიჯბოქსში საინტერესო ცვლილებებია. როგორც ჩანს, “ნამახვანის” წინააღმდეგ მიმართული პროტესტის ორგანიზატორები მიხვდნენ, რომ “გათურქების”, “სამშობლოს გაყიდვის”, “თურქული ოკუპაციის”, “5000 თურქის ჩამოსახლების” და სხვა მსგავსი ბოდვების შესახებ გამოგონილი მითები უკვე აზრს კარგავს. ალბათ მიხვდნენ, რომ საზოგადოება არც ისე სულელია, რომ უსუსური და პარანოიდული ფსევდოსაფრთხეებით საზოგადოებრივი აზრი შეცვალო. შესაბამისად, მიდგნენ მათი ბრძოლის მთავარ ფაზას – საერთოდ არ უნდა აშენდესო, გინდ თურქი იყოს, გინდ ამერიკელი და გინდ ქართველი, მორჩა და გათავდაო! “

“თურქული ოკუპაციის”, “5000 თურქის ჩამოსახლების” და სხვა მსგავსი ბოდვების შესახებ გამოგონილი მითები უკვე აზრს კარგავს. ალბათ მიხვდნენ, რომ საზოგადოება არც ისე სულელია, რომ უსუსური და პარანოიდული ფსევდოსაფრთხეებით საზოგადოებრივი აზრი შეცვალო

ამ ახალგაზრდა ბიჭს არ ზოგავენ, ყველანაირად იყენებენ და გაუგონარ სისულელეებს ალაპარაკებენ. ხვდებიან, რომ ჭიქაში ქარიშხალის მოწყობამ აზრი დაკარგა და ნელ-ნელა მათი პროტესტი ფერმკრთალდება, უბრალოდ შინაარსს კარგავს. ამიტომ ბოლო ძალებს იკრებენ და უკვე ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს ეხებიან, როგორიც კერძო საკუთრება და, ზოგადად, კაპიტალისტური (ანუ თანამედროვე) პრინციპებია.

პრაქტიკულად ვარლამ გოლეთიანმა დღეს აღიარებითი ჩვენება ჩვენება მისცა “თურქოფობიის” უსაფუძვლობასთან დაკავშირებით. ბევრჯერ მითქვამს, რომ ხელოვნურია ის თურქო-ფობია, რომელიც აქციებზე ისმოდა – დღეს ეს თავადაც დაადასტურეს.

ასე რომ, უკვე საკუთარ შეცდომებზევე იტეხთ კისერს. ზუსტად იცოდეთ, რომ ამ ბრძოლას ვერ მოიგებთ, იმიტომ, რომ არ ხართ მართლები!

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img