19.04.2024
- Advertisement -spot_img

გორის მუნციპალიტეტის მერის მოადგილეებმა თანამდებობა დატოვეს – “გახარიას გუნდს ვუერთდებით”

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა თანამდებობა დატოვეს. ერასტი ელიჯარაშვილი და პაატა ივანიშვილი გიორგი გახარიას გუნდს უერთდებიან და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებენ.

 მათი განცხადებით, თანამდებობების დატოვება აიძულეს.

„პირდაპირ გვთხოვენ თანამდებობის დატოვებას. თანამდებობა ჩვენი თვითმიზანი არ არის და ვტოვებთ ამ თანამდებობებს. მმართველ პარტიას კი მინდა ვუთხრა, რომ ხელი არ დააკარონ მერიის თანამშრომლებს, საჯარო მოხელეებს, რომელთა სიაც უკვე აქვთ და აპირებენ მათ გაშვებას. ჩვენ, გორელებს, გორს დავეხმარებით გიორგი გახარიას გუნდთან ერთად. ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის, სადაც აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ერასტი ელიჯარაშვილმა.

ანალოგიური განცხადება გააკეთა გორის მერის კიდევ ერთმა მოადგილემ, თუმცა არც პაატა ივანიშვილს დაუკონკრეტებია, ვისი მხრიდან იყო თანამდებობის დატოვების მოთხოვნა.

ცნობისთვის, ერასტი ელიჯარაშვილი პირველი მოადგილეს თანამდებობას 2019 წლის იანვრიდან იკავებდა, ხოლო პაატა ივანიშვილი კი მოადგილედ 2019 წლის 2 სექტემბერს დაინიშნა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img