რამდენიმე წუთის წინ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის კუთვნილმა ავტომანქანებმა გორის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვეს. მედიის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქალაქო სასამართლოში გადაჰყავთ, თუმცა უწყება ოფიციალურ განცხადებას არ ავრცელებს, გადაიყვანეს თუ არა მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გორიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში.
7 ნოემბრის აქციის დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დაუფლების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ორ საათში დაიწყება. საქმეს სამი მოსამართლე განიხილავს.
სასამართლო პროცესის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციას გეგმავს.