20.04.2024
- Advertisement -spot_img

გუბაზ სანიკიძე პრეზიდენტს -თავად არ მოგიწიოს სალომე ის, რაც ახლა მიშას აქვს

ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშია” წევრი და დეპუტატი გუბაზ სანიკიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინ გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს არასდროს შეიწყალებს.

სანიკიძემ პრეზიდენტს წარსული გაახსენა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველი ქართული ემიგრაციის შთამომავალია, რომელსაც ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებია.

გუბაზ სანიკიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილით გასამართლების ხდება პრეცედენტის დაშვება, რომ საქართველოში პირველი პირები ისჯებიან და იმავე მდგომარეობაში შესაძლოა სალომე ზურაბიშვილიც აღმოჩნდეს, რომელსაც ასევე ჰყავს შეწყალებული მკვლელობაში მსჯავრდებული პირები.

“თავად არ მოგიწიოს სალომე ის, რაც ახლა მიშას აქვს. მიშას ეგზეკუციით თქვენ უშვებთ პრეცედენტს, რომ პირველი პირები დაისჯებიან აქ. თქვენ ვეღარ მიიღებთ ვერანაირ იმუნიტეტს და ხომ გესმით ეს საერთოდ? ხომ შეიწყალეთ მკვლელები? რა ნამუსით ცხოვრობთ? აღარ დამთავრდა ამ ქალის ტურიზმი ამ ქვეყანაში” – მიმართა გუბაზ სანიკიძემ სალომე ზურაბიშვილს ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერიდან.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img