23.11.2024

გუმათში, სადაც „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ, ხმაური იყო

რიონის ხეობაში, სოფელ გუმათთან კომპანია „ენკას“ სამშენებლო ბაზასთან ხმაური იყო. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა ცოცხალი ჯაჭვიც გააკეთეს. დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის, კომპანია “ენკას” კუთვნილი მიკროავტობუსის გამოჩენის შემდეგ დაიწყო.

“ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეებმა არ გაატარეს ავტომობილი და მძღოლს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს.

ხმაურის და დაპირისპირების შემდეგ, ავტომობილი უკან გააბრუნეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მიზანია კომპანია „ენკას“ სამშენებლო ტექნიკამ სამუშაოების განხორციელება ვერ შეძლოს.

ამასთან, აქციის მონაწილეების თქმით, მათ სურთ ტერიტორიაზე მშვიდობიანი გადაადგილება. აქციის მონაწილეები მოქალაქეებს ავტომობილებით გადაადგილების უფლებას სპეციალური კორიდორის საშუალებით აძლევენ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img