19.04.2024
- Advertisement -spot_img

გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა

ცნობილი ქართველო მწერალი, გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა. მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია დილიდან ვრცელდებოდა.

ის „ნიუ ჰოსპიტალსში“ გუშინ გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებში იმყოფებოდა.

გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს. გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. მწერალი არის ლიტერატურული პრემია – “საბას” ლაურეატი ნომინაციაში – “ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის”.

გურამ დოჩანაშვილის გამორჩეული ნაწარმოებებია – „სამოსელი პირველი“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“, “თავფარავნელი ჭაბუკი”, “ლოდი ნასაყდრალი” .

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img