17.01.2022
- Advertisement -spot_img

გურამ მაჭარაშვილი – ოპოზიცია ამბობს, რომ ეზარება პარლამენტში მუშაობა

დარჩებიან პარლამენტში და მერე პოლიტიკურ შატალოზე ივლიან – ასე ჰქვია ზუსტად „ლელოს“ ფრაქციის განცხადებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ბოიკოტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიციას პარლამენტში მუშაობა ეზარება.

„ესეც მათი პოლიტიკური არასწორი მეცადინეობის ბრალია. მათ არ უნდათ მუშაობა პარლამენტში, არც საკანონმდებლო ინიციატივა უნდათ დააყენონ და არც ხელისუფლების ოპონირება უნდათ. ზოგადად, ოპოზიციის როლი დემოკრატიულ ქვეყნებში ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი წინააღმდეგობა გაუწიონ ხელისუფლებას პარლამენტში და თავისი წინადადებები დააყენონ, მიუხედავად იმისა, მათი წინადადებები გავა თუ არა, საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რა შეთავაზებები აქვს ოპოზიციას. ამის ახსნა თუ კიდევ დაგვჭირდებოდა, არ მეგონა. საზოგადოება, რომელმაც მხარი დაუჭირა ოპოზიციას, ელოდება რას იტყვის ოპოზიცია პარლამენტში და ოპოზიცია ამბობს, რომ ეზარება პარლამენტში მუშაობა,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს – გავმართოთ საქმიანი შეხვედრა და მოვაგვაროთ “ქართლის” დევნილების საკითხი

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს. ხოშტარია მინისტრს ზურაბ აზარაშვილს დევნილებთან შეთანხმებით, შეხვედრას სთავაზობს და აცხადებს, რომ თუ სანატორიუმ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img