24.04.2024
- Advertisement -spot_img

გურამ ფალავანდიშვილი – “ვიძახდი, შეიძლება იყოს მსხვერპლი”

5 ივლისს თბილისში გამართული “პრაიდის” მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ ტელეკომპანია “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე ის პასუხისმგებლობას არ იღებს.

ფალავანდიშვილმა ჯერ კიდევ 5 ივლისს თქვა, რომ შეიძლება, იყოს მსხვერპლი, დღეს კი ეს განცხადება საზოგადოებას შეახსენა.

“თავიდანვე ვიძახოდი, რომ შეიძლება იყოს მსხვერპლი, თუ ისინი [თბილისი პრაიდი] მოისურვებდნენ გარეთ გამოსვლას”, – ამბობს ის “პრაიმტაიმთან“.

მისივე მტკიცებით, არავითარი შეხება არ აქვს იმ ადამიანებთან, ვინც 5 ივლისს მედიაზე და მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობდა. ის ამბობს, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს სასტიკად სცემეს, დღეს საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img