გურამ ფალავანდიშვილის საცხოვრებელ სახლსა და ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, სხვადასხვა მისამართზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა და ამჟამადაც მიმდინარეობს. ანალოგიური მოქმედებები მიმდინარეობს ძალადობრივი ჯგუფების სხვა ლიდერების, ზურაბ მახარაძის და კონსტანტინე მორგოშიას სახლებშიც.