10.12.2023
- Advertisement -spot_img

ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსამდე მოიმატებს – როგორი ამინდი იქნება 6 ივნისამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ივნისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

მათივე ცნობით, 29 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 30 მაისს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს. 31 მაისიდან 3 ივნისამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ხანმოკლე წვიმების გამო ტემპერატურა 4-6 გრადუსით დაიკლებს, 3 ივნისიდან კი ისევ გამოიდარებს და დაცხება. აღმოსავლეთ საქართველოში მომავალი კვირის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება მაღალი ტემპერატურული ფონი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 28-29 მაისს ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 30 მაისიდან მომავალი კვირის ბოლომდე +32, +34 გრადუსამდე მოიმატებს. ღამის და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img