13.06.2021
- Advertisement -

„ჰამასმა“ დაადასტურა, რომ ისრაელის არმიამ დაჯგუფების უფროსი მეთაური გაანადგურა

ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ დაადასტურა, რომ ისრაელის არმიამ დაჯგუფების უფროსი მეთაური, ბასემ ისა გაანადგურა.

ბასემ ისა ღაზაში „ჰამასის“ უფროსი მეთაურის ფუნქციებს ასრულებდა.

ისრაელის განცხადებით 12 მაისს ჰამასის 16 წევრი მოკლეს. ისრაელის უშიშროების სამსახურის თქმით, ტერორისტული დაჯგუფების ჰამასის სამხედრო ფრთის მაღალი რანგის წევრი, ღაზაში ალ-ქასემის ბრიგადის მეთაური, ბასემ ისა მოკლეს. 

ისრაელის სამხედროებმა იერიში მიიტანეს ჰამასის ლიდერების და წევრების სახლებზე, ასევე რაკეტის გამშვებ პუნქტებზე. ისრაელის ავიაციამ ღაზაში გაანადგურა ჰამასის მიერ მართული პოლიციის შტაბი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზას სექტორში ოპერაცია უახლოეს დროში არ დასრულდება.

„ჩვენ გავანადგურეთ „ჰამასის“ უფროსი მეთაურები და ეს მხოლოდ დასაწყისია. მათ წინააღმდეგ ისეთ დარტყმებს განვახორციელებთ, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენდნენ“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

- Advertisement -

უახლესი სტატიები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას შუამავლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის

აშშ საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდის აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებაზე მიღწეული შეთანხმების ფასილიტაციაში გაწეული "სასიცოცხლო ძალისხმევისთვის". “ამერიკის შეერთებული...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -