08.12.2021
- Advertisement -spot_img

ჰანს კლუგე-საქართველოს მთავრობამ ყველა ვალდებულება შეასრულა, მაგრამ „კოვაქსმა“ ახლა დაიწყო ვაქცინების მიწოდება

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და მთავრობამ ყველა ვალდებულება შეასრულეს, თუმცა, „კოვაქსი“ ახლა იწყებს და ეს რთული პროცესია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრესკონფერენციაზე მან შეკითხვას უპასუხა- როდის ექნება საქართველოს ვაქცინა და რა არის ქართველი ხალხისადმი მისი გზავნილი.

ხალხისადმი გზავნილი არის, დაიცვან წესები და სჯეროდეთ, რომ ჩვენ ყველანი ნამდვილად ვმუშაობთ, რომ ვაქცინა რაც შეიძლება სწრაფად იყოს ქვეყანაში, – განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს შორის ამ საკითხზე გასულ კვირას სატელეფონო კონფერენცია შედგა.

„დღესაც გვაქვს კომუნიკაცია იუნისეფ-თან (UNICEF) და ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ჟენევაში, რათა დავადგინოთ მიწოდების თარიღი, რადგან შესყიდვა უკვე გაფორმებულია. ამიტომ ხალხისადმი გზავნილი არის, დაიცვან წესები და სჯეროდეთ, რომ ჩვენ ყველანი ნამდვილად ვმუშაობთ, რომ ვაქცინა რაც შეიძლება სწრაფად მიიღოთ“, – დასძინა ჰანს კლუგემ დღეს ონლაინ პრესკონფერენციაზე

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

თბილისის მუნიციპალიტეტის ახალი მთავრობა დამტკიცებულია. საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ წარდგენილ მერის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლების...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img