29.03.2024
- Advertisement -spot_img

იაგო ხვიჩია – ვიწყებთ მოლაპარაკებებს „ქართულ ოცნებასთან“

იაგო ხვიჩია ადასტურებს, რომ „გირჩი“ „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს დაიწყებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. კითხვაზე, იწყებენ თუ არა ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს „ქართულ ოცნებასთან“, იაგო ხვიჩიამ უპასუხა: „ბუნებრივია“.

„პირველ რიგში, დაველოდებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებას, ისინი როგორ აღწერენ ამ პროცესს, რა პროცესიც საქართველოში საკუთარი თვალით ნახეს და გაიარეს, ამის შემდეგ დავიწყებთ. ფაქტობრივად, გამოვიდა, რომ ჯერ კიდევ არ იცის საქართველოს მოსახლეობამ ზუსტად, რა ნაწილში იყო შეუთავსებელი განსხვავებები პოზიციებს შორის და რის გამო არ მოხდა მხარეთა შერიგება.

ჩემი აზრით, ამ მოლაპარაკებაში მთავარი პრობლემა ის იყო, რომ იქ იყო ხალხი, ვისაც მოლაპარაკება არ უნდოდა. ზოგადად ამ მოლაპარაკების მაგიდასთან იყო ხალხი, რომელთა ერთადერთი მიზანი იყო, რომ ხელი შეეშალათ მოლაპარაკებებისთვის. მათთვის მოლაპარაკების შედეგად არაფერი არ იცვლებოდა არც ასე, არც ისე. უბრალოდ ისინი იქ ამრევად იყვნენ მისულები. მე კი არ ვიძახი, რომ ხელისუფლებიდან ანგელოზები იყვნენ. უბრალოდ, როგორც დღეს გამოჩნდა, შეთანხმება იქ არავის უნდოდა, არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

ხვიჩიას თქმით, ოპოზიცია და ხელისუფლება პასუხისმგებლობის ერთმანეთზე გადაბრალებას ცდილობს.

„ფაქტობრივად, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც მთელი ეს პროცესი ერთმანეთს ეჭყანებოდა და ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ არცერთს არ დაეხია საკუთარი პოზიციებიდან უკან, რომ უფრო ამაყი, ძლიერი და მამაკაცური გამოჩენილიყო. ეს იყო მთელი თემა, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში თვალს ვადენევნებდით და ახლა ერთმანეთს აბრალებენ პატარა ბავშვებივით, ამ ქვეყნის საქმე გაფუჭდა, არავის არ უნდა ამაზე პასუხისმგებლობის აღება და ამიტომ ახლა ერთმანეთს აბრალებენ“, – განაცხადა ხვიჩიამ გადაცემა „360 გრადუსში“.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img