19.04.2024
- Advertisement -spot_img

IDFI – 2020 წელს კახა ბექაურმა და კომუნიკაციების კომისიის 3-მა წევრმა 128 208 ლარის პრემია აიღეს

ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტმა სსიპ-ებსა და დამოუკიდებელ უწყებებში 2020 წელს გაცემული პრემიები და სახელფასო დანამატები შეისწავლა. 

ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტის (IDFI)-ის კვლევის მიხედვით, 2020 წელს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა და კომისიის 3-მა წევრმა პრემიის სახით ჯამში 128 208 ლარი აიღეს. 

კვლევის შედეგად, დადგინდა, რომ კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა პრემიის სახით 33 300 ლარი მიიღო. კომისიის წევრებმა: ვახტანგ აბაშიძემ, ელისო ასანიძემ და მერაბ ქათამაძემ – თითომ 31 636 ლარი.

კომუნიკაციების კომისიაში, 2020 წელს, ჯამში, პრემია-დანამატების სახით 777 095 ლარი გაიცა. 

IDFI-ის კვლევის თანახმად, 2020 წელს, 44 საჯარო დაწესებულებაში პრემიის და სახელფასო დანამატის სახით 21.5 მილიონი ლარი გაიცა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img