24.04.2024
- Advertisement -spot_img

IDFI – სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ და 4-მა წევრმა 2020 წელს პრემიის სახით 218 176 ლარი მიიღეს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) სსიპ-ებსა და დამოუკიდებელ უწყებებში 2020 წელს გაცემული პრემიები და სახელფასო დანამატები შეისწავლა და IDFI-ის კვლევის მიხედვით, 2020 წელს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 3 მილიონი ლარის პრემია-დანამატი გასცა.

IDFI-ის მიხედვით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ და 4-მა წევრმა 2020 წელს პრემიის სახით მიიღეს სულ 218 176 ლარი. 

კერძოდ: კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ პრემიის სახით 45 000 ლარი აიღო. 

კომისიის წევრებმა: 

  • გოჩა შონიამ – 44 700 ლარი; 
  • გიორგი ფანგანმა – 56 600 ლარი; 
  • მაია მელიქიძემ – 27 175 ლარი; 
  • გიორგი ფრუიძემ – 44 700 ლარი; 

კომისიაში 2020 წელს შტატგარეშე თანამშრომლებზე გაიცა 99 818 ლარის პრემია და დანამატი. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img