24.07.2021
- Advertisement -spot_img

იენს სტოლტენბერგი – ბოლოდროინდელი პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოში აღელვებს ნატოს

იენს სტოლტენბერგი – ბოლოდროინდელი პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოში აღელვებს ნატოს და მოელის, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს მიემხრობა.

დღეს ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატოს გენერალურ მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშილმა და იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენცია გამართეს. „პრემიერ-მინისტრო, ჩვენი ახლო პარტნიორობა ასევე გულისხმობს იმას, რომ რთული დისკუსიებისგან თავს არ ვიკავებთ. ბოლოდროინდელი პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოში აღელვებს ნატოს და მოელის, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს მიემხრობა, როგორც წინა წლებში ხდებოდა. ეს გულისხმობს პოლიტიკური განსხვავებების გადაჭრას დიალოგის გზითა და დამყოფი რიტორიკისა და ქმედებებისგან თავის შეკავებას. ნატო მხარს უჭერს მედიაციის პროცესს, რომელსაც ხელმძღვანელობს ევროკავშირი. ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ, რომ იმუშაოთ ოპოზიციასთან იმისთვის, რომ იპოვოთ საერთო ენა და საერთო გამოსავალი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე.

რატომ არის მნიშვნელოვანი ნატო-სთვის საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობა და მოახდენს თუ არა გავლენას არსებული კრიზისი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო არის ალიანსი, რომელიც დგას ისეთ ფასეულობებზე, როგორიც კანონის უზენაესობა და დემოკრატიაა. მისი თქმით, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები შეშფოთებას იწვევს, განსაკუთრებით კი, ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება. „ნატო არის ალიანსი, რომელიც დგას ისეთ ძირითად ფასეულობებზე, როგორიც არის კანონის უზენაესობა, დემოკრატია, ინდივიდუალური თავისუფლებები და ეს, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ყველა ალიანსის წევრისთვის და ეს არის მიზეზი, რატომაც მივესალმებით ჩვენ ამ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. ნატო-ს წევრებიც მხარს უჭერდნენ ქვეყნის მიერ გაწეულ ამ ძალისხმევას. ჩვენი შეშფოთების საგანია, როდესაც ჩვენ ვხედავთ ამ ბოლო განვითარებას საქართველოში, მათ შორის, ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას და ჩვენ გვსურს, რომ ეს დავა და სირთულე გადაწყდეს მშვიდობიანად და საქართველომ გააგრძელოს რეფორმების შესრულება და ქვეყნის დემოკრატიულობის განვითარება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის მიერ გაწეულ მედიაციას. ჩვენ ამაზე შეხვედრისას ვისაუბრებთ და ალბათ ამ საკითხს ალიანსის წევრებიც დააყენებენ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგმა ერთლობლივ პრესკონფერენციაზე ასევე, განაცხადა რომ ალიანსი ერთგულია ბუქარესტში 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილების და აგრძელებს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების კუთხით. „ჩვენ ვაფასებთ მჭიდრო პარტნიორობას ნატოს და საქართველოს შორის და ჩვენ ძლიერად ვუჭერთ მხარს საქართველოს ძალისხმევას, რომ განახორციელოს რეფორმები და ვაგრძელებთ როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერის უზრუნველყოფას. მოკავშირეები დგანან ამ მკაფიო გზავნილის გვერდით. ყველა მოკავშირეს ვთხოვ, ქვეყნისადმი პრაქტიკული მხარდაჭერა გამოხატონ. ასევე მყარად მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს საკუთარი რეფორმების განხორციელება, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ამ მიზანს. ეს იყო კიდეც ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მე ვისაუბრე პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს ბუქარესტში, 2008 წელს და მყარად ვართ ერთგულები ამ იდეის და გადაწყვეტილების და ვაგრძელებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების კუთხით”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ამერიკის ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ საქართველოშია

ამერიკის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია. თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი ამ წუთებში დაეშვა. ამერიკის საჩუქარს აეროპორტში ჯანდაცვის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img