28.11.2021
- Advertisement -spot_img

იენს სტოლტენბერგი – ნატოს კარი ღიაა, მაგრამ უკრაინამ და საქართველომ ალიანსის სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ

ნატოს გენერალურმა მდივანი, იენს სტოლტენბერგი ევროპის კოლეჯში სიტყვით გამოვიდა და საქართველოსა და უკრაინის შესახებ ისაუბრა.  

„ნატოს კარი ღია რჩება. ბუქარესტის სამიტზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან. მაგრამ იმისთვის, რომ წევრები გახდნენ, მათ ნატოს სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ.

ჩემი გზავნილი ორივე ქვეყნისთვის არის ის, რომ ისინი ორიენტირებულები უნდა იყვნენ რეფორმებზე, ინსტიტუტების რეფორმირებასა და მოდერნიზებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, კორუფციასთან ბრძოლაზე. ჩვენ ამ რეფორმების გატარების მცდელობაში მათ ვეხმარებით“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, ის, გახდეს თუ არა რომელიმე ქვეყანა ნატოს წევრი არის მხოლოდ ამ ქვეყნის და ნატოს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტი.

„ეს არის ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს უფლება, გადაწყვიტოს, უნდა იყოს ნატოს წევრი თუ არა. თუკი ქვეყანას სურს, ნატოს წევრი გახდეს, როგორც ეს საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაშია, ეს ნატოს წევრების და ამ ქვეყნების გადასაწყვეტია და არავისი სხვისი. რუსეთი ვერ უარყოფს სუვერენული სახელმწიფოს უფლებას გახდეს ნატოს წევრი,“- აღნიშნა სტოლტენბერგმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ისრაელმა კორონავირუსის ახალი შტამის “ომიკრონის” 7 შემთხვევის დადასტურების გამო საზღვრები ჩაკეტა

ისრაელმა კორონავირუსის ახალი შტამის "ომიკრონის" 7 შემთხვევის დადასტურების გამო საზღვრები ჩაკეტა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. დროებითი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img