ინეთსა და შვედეთს ნატო-ში გაშლილი ხელით შევხვდებით, თუ ისინი განაცხადს გააკეთებენ,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტთან რობერტა მეცოლასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ თავად ფინეთისა და შვედეთის გადასაწყვეტია შეიტანენ თუ არა განაცხადს ნატო-ში წევრობაზე.
„თუმცა თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჩვენ მათ ნატო-ში გაშლილი ხელით შევხვდებით. ფინეთი და შვედეთი ჩვენი უახლოესი პარტნიორები არიან“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.