28.09.2021
- Advertisement -spot_img

იენს სტოლტენბერგი – რუსეთმა საქართველოსა და უკრაინაში სამხედრო ძალა გამოიყენა, შემდეგ კი მათ შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნებში ჩარევას ცდილობდა

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი წლების განმავლობაში მეზობლებს აშინებდა და საქართველოსა და უკრაინაში სამხედრო ძალის გამოიყენებასთან ერთად, შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნებში ჩარევასაც ცდილობდა, კიბერშეტევებსა და სხვადასხვა ტიპის ჰიბრიდულ აგრესიულ ქმედებებს ახორციელებდა ნატოს მოკავშირე ქვეყნების წინააღმდეგ.

„ბოლო წლების განმავლობაში, რუსეთის ქცევის მოდელი ვიხილეთ, სადაც მათ დიდი ინვესტიცია ჩადეს ახალ თანამედროვე სამხედრო შესაძლებლობებსა და სტანდარტულ და ბირთვულ შეიარაღებაში. წლების განმავლობაში, ისინი მეზობლებს აშინებდნენ, საქართველოსა და უკრაინაში სამხედრო ძალა გამოიყენეს, ყირიმის უკანონო ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაცია მოახდინეს. შემდეგ ჩვენ დავინახეთ, რომ ისინი შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნებში ჩარევას ცდილობდნენ, კიბერშეტევებსა და სხვადასხვა ტიპის ჰიბრიდულ აგრესიულ ქმედებებს ახორციელებდნენ ნატოს მოკავშირე ქვეყნების წინააღმდეგ. აგრესიული ქმედებების ეს მოდელი, სამხედრო იარაღით დაწყებული ჰიბრიდული კიბერ ინსტრუმენტებით დამთავრებული ყველაფრის გამოყენებით, ნატოს ყველა მოკავშირეს აშფოთებს. ის, რასაც ვაკეთებთ არის, რომ მხარს ვუჭერთ პარტნიორებს, მაგალითად, უკრაინასა და საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას ვუწევთ“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ჯერ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში სულიერად, მენტალურად მათთან, ვისთანაც არაფერი გვქონია და არც გვექნება გასაყოფი

"ამ დღეს სოხუმი დაეცა.არა მხოლოდ ქალაქი სოხუმი, მთელი საქართველო დაეცა ამ დღეს.მახსოვს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში როგორ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img