21.01.2025

იენს სტოლტენბერგი – საქართველო რჩება ნატო-სთვის ძალიან ახლო და უაღრესად ღირებულ პარტნიორად

ბრიუსელში, სადაც ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი იმართება, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ საქართველო ნატო-სთვის ძალიან ახლო და უაღრესად ღირებულ პარტნიორად რჩება.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველო რჩება ნატო-სთვის ძალიან ახლო და უაღრესად ღირებულ პარტნიორად. ჩემი სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ძალიან გამოცდილი დიპლომატია, რომელმაც კარგად იცის, თუ როგორ მუშაობს ნატო და ასევე, როგორ შეგვიძლია პარტნიორობის გაძლიერება საქართველოსთან, როგორ ვიმუშაოთ მჭიდროდ რეგიონის ქვეყნებთან. მე მას ვიცნობ, როგორც ძალიან მცოდნე დიპლომატს, რომელსაც შეუძლია იმ ძალისხმევის მხარდაჭერა, რომელსაც ნატო ახორციელებს ამ რეგიონში სხვადასხვა გზით. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია საქართველოსთან პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერება, თუ როგორ შეგვიძლია უზრუნველვყოთ მისი როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერა. მე ველოდები ახალ სპეციალურ წარმომადგენელთან მუშაობას ამის გასაკეთებლად“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img