24.11.2024

იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა

„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში: იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში დღეიდან საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშული სოფლების ტერიტორიაზე შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ტესტირება.

შიდა ქართლის რეგიონის სამ სოფელსა და კასპის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადე და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img