23.11.2024

ილია დარჩიაშვილი – საქართველო აკმაყოფილებს აუცილებელ პარამეტრებს და მზად არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველო აკმაყოფილებს შესაბამის აუცილებელ პარამეტრებს და მზად არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ამგვარი გადაწყვეტილება მოითხოვს ევროკავშირის მზაობასაც, რომ ორგანიზაციის კარი გაუღოს ახალ წევრებს.

ილია დარჩიაშვილის განმარტებით, საქართველო რეფორმების განხორციელების მხრივ არამხოლოდ უტოლდება, არამედ ბევრი მიმართულებით უსწრებს გაწევრიანების პროცესში მყოფ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს.

„2022 წლის 3 მარტს საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც საფუძვლად უდევს საქართველოს მოსახლეობის ცივილიზაციური არჩევანი დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ ადგილს, ევროპულ ოჯახს. ევროპა საქართველოს ისტორიული, პოლიტიკური და კულტურული გამოცდილების განუყოფელი ნაწილია. ევროპული არჩევანი საქართველოს პირველი რესპუბლიკის სამართლებრივი მემკვიდრეობაა და ის ჩვენი საგარეო პოლიტიკური ტრადიციაა. მეტიც, ის საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუციური ნორმაა. საქართველოს წინაშე არსებული მზარდი უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ევროპის კონტინენტზე ომი პირველად 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდგომ, 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციის და ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ კიდევ ერთხელ იქცა სამწუხარო რეალობად“,- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა და უკრაინასა და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე გაკეთებული განაცხადი საქართველოს მთავრობის ისტორიულ ახალ გეოპოლიტიკურ გარემოში ერთადერთი ლოგიკური და სწორი სამართლიანი ნაბიჯია.

„საქართველოს მთავრობის, მმართველი პარტიის დეკლარირებული საგარეო ამოცანა იყო 2024 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარსადგენად ქვეყნის მომზადება. თუმცა, დაგეგმილი ორი წლით ადრე განაცხადის გაკეთება ერთი მხრივ, იყო ჩვენი პასუხი შეცვლილ გეოპოლიტიკურ გარემოზე, ხოლო მეორე მხრივ, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პროცესში ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი და ასევე,იმის გაცნობიერება,რომ საქართველო უკვე დღეს, 2022 წელს იყო მზად ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად“,- განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისი განმარტებით, კითხვარი, რომელიც საქართველოს გადმოეცა აერთიანებდა 2 600-ზე მეტ კითხვას და სხვა ქვეყნებთან განსხვავებით საქართველოს კითხვარის შესავსებად გაცილებით ნაკლები ვადა – 1 თვე ჰქონდა. თუმცა, ამის მიუხედავად, დარჩიაშვილის განმარტებით, საქართველომ დასახულ ამოცანას თავი ღირსეულად გაართვა. მინისტრის თქმით, ევროპული მხრიდან გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე მიმდინარე წლის ივნისის ბოლოსაა მოსალოდნელი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img