15.10.2024
- Advertisement -spot_img

ილვესი ირაკლი კობახიძეს – როცა ორმოში ხარ, შეწყვიტე თხრა – ევროპას შენთვის ადგილი არ აქვს

ევროპას შენთვის ადგილი არ აქვს, – ასე მიმართა ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს სოციალურ ქსელში.

მას „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე სტატია აქვს გაზიარებული სათაურით: „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კარლ ბილდტზე პრემიერ-მინისტრის თავდასხმას აორმაგებს და მას „კორუმპირებულსა და საშიშს“ უწოდებს.

ილვესის თქმით, როცა ადამიანი ორმოშია თხრა უნდა შეწყვიტოს.

„როდესაც ორმოში ხარ, შეწყვიტე თხრა. როცა ასე ღრმად ხარ, უბრალოდ გააგრძელე ჩინეთამდე სვლა. ევროპას შენთვის ადგილი არ აქვს“,- განაცხადა ილვესმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ბიუჯეტიდან, „დღეს კი გამოდის და გვმოძღვრავს“.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კარლ ბილდტი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი ლობისტი იყო.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img