14.06.2021
- Advertisement -

იმედა დარსალიას ემოციური ინტერვიუ დათა პაპასთან (ვიდეო)

იმედა დარსალიას მონოლოგი და დათა პაპას ემოციური ინტერვიუ „ახალ კვირაში“.

„სახლი არ დატოვო, არსად წახვიდე, სახლი არ წაგვართვან, ფეჩთან დაჯექი, ქართველები დაგვეხმარებიან“ – ეს არის დათა ვანიშვილის ბოლო სიტყვები ცოლისადმი. კაცი რომელიც სიცოცხლეშივე იქცა რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოდ. ამ სიტყვებით დაიწყო ჟურნალისტმა იმედა დარსალიამ ახალი კვირის დღევანდელი მონოლოგი.

ეს კადრები 2017 წლის ივლისშია გადაღებული. აქ დათა პაპასთან ინტერვიუს ვწერ, ერთ მხარეს მე ვზივარ, მეორე მხარეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დათა ვანიშვილი. ჩვენს შორის მთელი ინტერვიუს განმავლობაში კი მავთულხლართებია გავლებული. ამ ინტერვიუს მცირე ნაწილი მინდა შემოგთავაზოთ ახლა – იხსენებს იმედა დარსალია და დათა ვანიშვილთან ჩაწერილი ემოციური ინტერვიუს მცირე ნაწილი შესთავაზა ახალი კვირის მაყურებელს.

- Advertisement -

უახლესი სტატიები

მეუფე იაკობი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად დაინიშნა

ნინოწმინდის პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ მეუფე იაკობმა მედიასთან თავად განაცხადა. მეუფე იაკობის თქმით, გადაწყვეტილება საპატრიარქომ მიიღო. მეუფე სპირიდონი კი, რომელიც...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -