29.03.2024
- Advertisement -spot_img

ინდოეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 323 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 771 ადამიანი გარდაიცვალა

ინდოეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 323 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 771 ადამიანი გარდაიცვალა, – შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ქვეყნის საავადმყოფოებში ჟანგბადისა და თავისუფალი საწოლების დეფიციტია.

ინდოეთის მთავრობამ შეიარაღებულ ძალებს კრიზისის დაძლევაში დახმარების აღმოჩენა სთხოვა. თავდაცვის შტაბის უფროსმა გენერალმა ბიპინ რავატმა განაცხადა, რომ საავადმყოფოებს ჟანგბადს შეიარაღებული ძალების რეზერვებიდან მიაწვდიან, პენსიაზე გასული სამედიცინო პერსონალი კი რთულ მდგომარეობაში მყოფ სამედიცინო დაწესებულებებს დახმარებას გაუწევს.

ქვეყნები, მათ შორის გაერთიანებული სამეფო, გერმანია და შეერთებული შტატები ინდოეთს სამედიცინო დახმარებას დაჰპირდნენ.

კორონავირუსის „ინდური ვარიანტების“ თავიან ქვეყნებში გავრცელების პრევენციის მიზნით, ინდოეთთან მიმოსვლა რამდენიმე შეზღუდა გერმანიამ, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ, ირანმა, ქუვეითმა ტაილანდმა, სინგაპურმა და ბანგლადეშმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img