28.11.2021
- Advertisement -spot_img

ინგა გრიგოლია ირაკლი ღარიბაშვილს – ინფიცირებულთა ზრდაზე სულელური ბრალდებებით ვერ დაგვაკომპლექსებთ

გადაცემა “რეაქციის” წამყვანი, ინგა გრიგოლია  პრემიერ-მინიტრ ირაკლი ღარიბაშვლის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ინფიცირებულთა ზრდაზე სულელური ბრალდებებით ვერ დააკომპლექსებენ. მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ “უპასუხისმგებლო აქციების პირდაპირი შედეგია ინფიცირების რაოდენობის გაორმაგება”. 

“ღარიბაშვილისგან აღარაფერი მიკვირს. პრემიერი სანამ მედიას დააბრალებს გარდაცვლილი და ნაცემი კოლეგის საპროტესტო აქციების მიზეზით გაიზარდაო ინფიცირებულთა რაოდენობა, მანამდე თავის თავს ჰკითხოს, თვითონ რომ კუნთმაგარი ჩლუნგები გამოჰყავთ ხოლმე ქუჩაში დიდი აქციებით, იატაკქვეშა ოცნებას რომ ვეძახი, იმ აქციებით ხომ არ დაიწყო ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა? თავიანთი პოლიტიკური თავყრილობებიც კარგად გაიხსენოს, ნუ ეცდება ახლა ადამიანები, თუნდაც 2-3 კაცი დააჯეროს იმაში, რომ მედიის აქციებმა გამოიწვია ამ რიცხვის ზრდა. სირცხვილია.

ბატონო ირაკლი, ამ განცხადებებს ჯობია, თქვენი მთავრობის წევრებთან როცა შეიყრებით, მიიღოთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა მედიის წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე და პირველ რიგში, ორგანიზატორები დასაჯოთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არავინ გაგიტარებთ, ვერ დაგვაკომპლექსებთ ამდაგვარი სულელური ბრალდებებით, რომ თითქოს მედიის აქციებს უკავშირდება ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა. ვერ გაგიტარებთ ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ ეს არის ტყუილი. 

დასაჯეთ ორგანიზატორები, დამნაშავეები, თორემ ხომ ხედავთ ქვეყანაში რა ხდება?!” – თქვა ინგა გრიგოლიამ “ფორმულასთან”.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ისრაელმა კორონავირუსის ახალი შტამის “ომიკრონის” 7 შემთხვევის დადასტურების გამო საზღვრები ჩაკეტა

ისრაელმა კორონავირუსის ახალი შტამის "ომიკრონის" 7 შემთხვევის დადასტურების გამო საზღვრები ჩაკეტა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. დროებითი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img