19.04.2024
- Advertisement -spot_img

ინგა გრიგოლია შსს-ს – არ გაბედოთ მიცვალებულის შეურაცხყოფა! ყველამ ნახა, რა დღეში ჩააგდეს ლექსო

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგს ეხმაურება და მიმართავს შსს-ს – არ გაბედოთ მიცვალებულის შეურაცხყოფა! ტელეწამყვანის გაღიზიანება, ბრიფინგზე შსს-მ ნარკოტიკებით ზედოზირებაზე მიანიშნებამ გამოიწვია.

“სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მედიას კლავენ. მოვისმინე შსს-ს განცხადებები, არ გაბედოთ მიცვალებულის შეურაცხყოფა, ამას ვაფრთხილებთ! მთელმა ქვეყანამ ნახა, რა მდგომარეობაში ჩააგდეს, რა მძიმედ იყო. რაც არ უნდა მობოდონ ახლა თავიანთი გამოძიებით, არავის აინტერესებს. ეს გამოძიება თავიდანვე ეჭვქვეშ იცით რატომ დავაყენეთ? იმიტომ, რომ მთელმა ქვეყანამ ნახა მიცვალებული როგორ ჩადეს ცელოფანში, სირბილით შეიყვანეს ლიფტში, გაიჭედა ლიფტი, გამოიყვანეს… ახალი სპეცოპერაცია მოუწყეს ლექსოს. არავის აინტერესებს გამოძიების პასუხი. მთელმა ქვეყანამ იცის აქ 5 ივლისს რა მოხდა. ეყოთ გამბედაობა, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამ. პრემიერი, რომელმაც 5 ივლისს, დილით, თავისი განცხადებით მწვანე აუნთო მოძალადეებს, უნდა გადადგეს.” – აცხადებს გრიგოლია.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img