20.04.2024
- Advertisement -spot_img

ინგა გრიგოლია – ვის აბრალებთ პოლიტიკურად სპეკულირებთ გარდაცვლილი კოლეგითო?! რაფალიანცის საქმით მოსული „ოცნება“ როგორ გვიბედავს ჩვენ ამას?!

ამ ქვეყანაში ჟურნალისტების ცხოვრება საშიში გახდა, ხომ ხედავთ რა დღეში ჩაგვაგდეს, მაგრამ ხომ ხედავთ რა დღეში ჩავაგდეთ იქით, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ჟურნალისტებს კიდევ ერთი შეურაცხყოფა მიაყენა მაშინ, როცა გარდაცვლილი კოლეგით სპეკულაცია დააბრალა.

„ჩვენ ყველანაირი შეურაცხყოფა მოგვაყენეს რაც შეიძლებოდა, რომ ჟურნალისტებისთვის მოეყენებინათ. გული რომ გაგისკდება, ტირილს რომ დაიწყებ, რომ დაიხრჩობი, არის ის ბრალდება, თითქოს, ჩვენ ჩვენი გარდაცვლილი კოლეგით სპეკულაციას ვეწევით. თქვენ მართლა სპეკულანტებო. თქვენ მართლა უსინდისოებო. ამაზე მეტი შეურაცხყოფა არ შეიძლება ჟურნალისტთა ოჯახს მიაყენო. როცა გამოდიან ჟურნალისტები, ტირიან, აპროტესტებენ, მოითხოვენ გარდაცვლილი მეგობრის, კოლეგის გამო აიღოთ პასუხისმგებლობა, ვის აბრალებენ ესენი, პოლიტიკურად სპეკულირებთ გარდაცვლილი კოლეგითო?! რაფალიანცის საქმით მოსული „ოცნება“ როგორ გვიბედავს ჩვენ… თქვენ მართლა სპეკულანტებო თქვენ?!

ასეთი გაბრაზებული არც იმ წინა აქციაზე ვყოფილვარ, როგორც ვარ ახლა. როგორ გვიბედავთ?! ვისაც არ გამოგიცდიათ რას ნიშნავს კოლეგის გარდაცვალება, ნაცემი, ნატკენი, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი კოლეგის გარდაცალება, ის ვერ გაიგებს რატომ ვდგავართ აქ. ვისაც არ გამოგიცდიათ თქვენი თანამშრომლების, პატარა, ახალგაზრდა ბავშვების დარდი და ტკივილი, ის ვერ გაიგებს რატომ ვდგავარ აქ. ამ ბავშვებს რომ ვუყურებდი იმ დღეს, ის ნაძირლები რომ დასდევდნენ, მაშინ ვთქვი, რომ მე მეტი გზა არ მაქვს. იმიტომ, რომ ჩემს ახალგაზრდა თანამშრომლებს თვალებში ვერ ჩავხედავდი აქ რომ არ ვიყო დღეს. ამ ქვეყანაში ჟურნალისტების ცხოვრება საშიში გახდა, ხომ ხედავთ რა დღეში ჩაგვაგდეს, მაგრამ ხომ ხედავთ რა დღეში ჩავაგდეთ იქით.

ყველა გზას გვიკეტავენ ოღონდ არ მივეკაროთ, ოღონდ კითხვა არ დავუსვათ, ის კითხვა, რაც დასასმელია. აღარ გვიშვებენ არცერთ შეხვედრაზე, ასე შევაშინეთ ხელისუფლება. ასე შეშინდნენ, საშინლად, ყველა გარბის, სადაც ჩვენს მიკროფონს ხედავენ, სადაც 4 კრიტიკული ტელევიზიის ჟურნალისტს ხედავენ. ეს თქვენი მხარდაჭერით მოვიპოვეთ ის მხარდაჭერა, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან ვხედავთ,“- განაცხადა გრიგოლიამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img