შვეიცარიის პროკურატურამ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციისა (FIFA) და ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) ყოფილ პრეზიდენტებს, იოზეფ ბლატერსა და მიშელ პლატინის ბრალი წაუყენა. ამის შესახებ ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა.
გამოცემა CNN-ის ცნობით, ბლატერსა და პლატინის ბრალი ედებათ ორი მილიონი შვეიცარიული ფრანკის მითვისებაში და საბუთების გაყალბებაში. გამოძიების ვერსიის თანახმად, ბლატერმა მოიწონა პლატინისთვის FIFA-ს სახსრებიდან უკანა რიცხვით უკანონო თანხის გადახდა ორგანიზაციაში მისი მუშაობისთვის. ბლატერმა 2011 წელს თანხა უკანონოდ გადაურიცხა პლატინის, რამაც დააზიანა FIFA-ს აქტივები.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 2015 და 2016 წლებში ბლატერი და პლატინი თანამდებობიდან გადადგნენ. ასევე, ორივეს აეკრძალა ფეხბურთთან დაკავშირებული თანამდებობების დაკავება ჯერ 8 წლით, შემდეგ კი – კიდევ ექვსი წლით.