19.04.2024
- Advertisement -spot_img

ირაკლი ბენდელიანი – სამწუხაროა, რომ რიგი ექსპერტების მიერ მიზანმიმართულად ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომლის მიზანიც არის მოსახლეობაში პანიკის დათესვა

სამწუხაროა, რომ რიგი ექსპერტების მიერ მიზანმიმართულად ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომლის მიზანიც არის საზოგადოების დეზინფორმირება და მოსახლეობაში პანიკის დათესვა”,- ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.  

როგორც ბენდელიანი აცხადებს, მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდზე მონიტორინგის და კვლევის სამუშაოები არ შეწყვეტილა არც ერთი წუთით.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის მერია ოპერატიულად მოგაწვდით ინფორმაციას მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდზე მეწყრული პროცესის მიმდინარეობის, ჩვენ მიერ მიღებული ზომებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა-პროექტირება, პარალელურად კი, სპეციალურად შექმნილი ჯგუფის მიერ ხორციელდება 24-საათიანი მონიტორინგი.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფერდზე გაჩნდა ახალი ნაპრალები. სამწუხაროა, რომ რიგი ექსპერტების მიერ მიზანმიმართულად ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომლის მიზანიც არის საზოგადოების დეზინფორმირება და მოსახლეობაში პანიკის დათესვა.

დღეს კიდევ ერთი განცხადება მოვისმინეთ, თითქოს თბილისის მერია ადგილზე მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევს დამოუკიდებელ ექსპერტებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როგორც მონიტორინგი, ისე კვლევის სამუშაოები არ შეწყვეტილა არც ერთი წუთით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგება მაღალი რანგის სპეციალისტებისგან, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

რაც შეეხება გარე პირებს, მათი ადგილზე დაშვება შეზღუდულია, მხოლოდ და მხოლოდ, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე.

როგორც უკვე გაცნობეთ, მომავალი კვირიდან შემოგვიერთდებიან უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც შეისწავლიან მდგომარეობას და ამის შემდგომ დაიგეგმება კონკრეტული სამუშაოები”,-განაცხადა ბენდელიანმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img