19.04.2024
- Advertisement -spot_img

ირაკლი ღარიბაშილი განმარტავს, თუ რატომ ეუბნებოდა ბერა ივანიშვილი – „მინისტრები დაგირეკავენ“

ირაკლი ღარიბაშილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ჩანაწერები ფაბრიკაციაა და არ სურს „მდარე ხარისხის ბინძურ პროვოკაციებზე“ ყოველთვის თავის მართლება უწევდეს. „მე არ მსურს მდარე ხარისხის ბინძურ პროვოკაციებზე მიწევდეს ყოველთვის თავის მართლება და განმარტებების გაკეთება. ვინაიდან საზოგადოებაში გაჩნდა შეკითხვები, მხოლოდ მოსახლეობისთვის მინდა გავაკეთო შემდეგი განმარტება: ეს ჩანაწერები არის ფაბრიკაცია 11 წლის წინანდელი ჩანაწერების. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით ტოტალური კონტროლის და მოსმენების მსხვერპლი. თვითონ ჩანაწერი შედგება უამრავი საუბრისგან და არის ფაბრიკაცია“, – აღნიშნა ღარიბაშილმა. პრემიერ-მინისტრმა ასევე განმარტა, რას ნიშნავს ჩანაწერში ბერა ივანიშვილის მიერ მისთვის ნათქვამი ფრაზა „მინისტრები დაგირეკავენ“. მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, მას, როგორც „ქართუ ფონდის“ დირექტორს მინისტრებთან კონტაქტი ხშირად უწევდა. ,,საუბარი იყო იმაზე, რატომ ახსენებდა ბერა ივანიშვილი ჩემთან საუბარში, რომ მინისტრები დამირეკავდნენ. მე 8 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს და წლის განმავლობაში 200-მილიონიანი პროექტები გვქონდა. ბუნებრივია, მიწევდა ურთიერთობა და პირდაპირი კომუნიკაცია მთავრობის უწყებებთან, მათ შორის მინისტრებთან. მქონდა არაერთი შეხვედრა კულტურის მინისტრ ბატონ რურუასთან, თბილისის მერთან. მიხეილ სააკაშილის მეუღლესთან, ქალბატონ სანდრასთან გვქონდა არაერთი მოლაპარაკება და მათი თხოვნების მოსმენა გვიწევდა. პრეზიდენტის დედა გიული ალასანია ჩვენი ხშირი სტუმარი იყო და „ქართუ ფონდში“ გვსტუმრობდა, აქედან გამომდინარე პასუხი ნათელია. საუბარი ასევე იყო იმაზე, თითქოს ეს ჩანაწერები 2017 წელს იყო გაკეთებული, 2017 წელს ვიყავი ბიზნესში, პოლიტიკა დავტოვე 2015 წლის დეკემბერში, მას შემდეგ 4 წელი არ ვყოფილვარ საჯარო პოლიტიკაში და ეს არგუმენტიც არის აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img