30.07.2021
- Advertisement -spot_img

ირაკლი ღარიბაშილის განცხადებით, მოძალადეებისა და პრაიდის უკან სააკაშვილია, რომელიც მართავს სირცხვილიას

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, “რევანშისტული ძალა” დგას, როგორც პრაიდის, ისე მოძალადეების უკან. მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ “მასშტაბური პროვოკაციის” მოწყობა სააკაშილის ინტერესშია და ის მართავს მოძრაობა “სირცხვილიას“, რომელიც ასევე, “თბილისი პრაიდის” თანაორგანიზატორია.

“5 ივლისს ვთქვი, რომ იგეგმებოდა მასშტაბური პროვოკაცია. მე კონკრეტული სახელი და გვარი ვთქვი, ვინც ამ რევანშისტული, რადიკალური შეთქმულების უკან დგას. ესაა ბატონი სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი.

კითხვები დაისვა, რა კავშირი გქონდა ლგბტ თემსა და მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას სააკაშვილთან მაშინ, როცა განვმარტე, რომ ამის თანაორგანიზატორი იყო “სირცხვილია”, რომელიც აბსოლუტურად სრულად იმართება სააკაშვილის მიერ. ესაა დადასტურებული ფაქტი”, – თქვა მან და რუსთაველის გამზირზე ლგბტ თემის უფლებების დაცვისთვის დაგეგმილ ღირსების მარშს “აღლუმი” უწოდა. 

მანვე განავითარა კიდევ ერთი ვერსია, რომ ძალადობრივი ფაქტები “ერთი ადამიანისა და რევანშისტული ძალის ინტერესებშია”. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ირაკლი კობახიძე – „ლელოსავით“ 3% რომც ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები

თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხი - რომც ავიღოთ „ლელოსავით“ 3 % მაინც არ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img