20.04.2024
- Advertisement -spot_img

ირაკლი ღარიბაშვილი – 2012 წელს ივანიშვილის ლიდერობით, ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ მკვლელების პარტია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა და აქციის მონაწილეებს არჩევნებზე მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდა.


“რამდენიმე დღეში მაქსიმალური მობილიზაციით კიდევ ერთხელ უნდა დავირაზმოთ, რათა 2 ოქტომბრის ტრიუმფალური გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე, ბოლომდე მივიყვანოთ…

2012 წელს ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ამ ქვეყნის რიგითმა ჯარისკაცებმა მშვიდობიანი აქციით განვაიარაღეთ ავტორიტარული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ მკვლელების, ჯალათებისა და მოღალატეების პარტია, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიეკლესიური ძალა. ჩვენ დავაფუძნეთ ის ღირებულებები და ფასეულობები, რომლითაც ქვეყანა დრემდე იმართება.” – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img