24.07.2021
- Advertisement -spot_img

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ არ დაგვიშვია დანაშაული

მე არ ვამბობ, რომ ჩვენ ვართ უშეცდომო, პირიქით, ჩვენც ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ არ დაგვიშვია დანაშაული, მეგობრებო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღრიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„როდესაც ჩვენ ოპონენტებს ვესაუბრებით და როდესაც ხელს ვიშვერ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ წინა ხელისუფლების, „ნაცმოძრაობის“ დამნაშავე პირებს, ჩვენ კარგად გვახსოვს, უნდა გვახსოვდეს, უნდა ახსოვდეს ჩვენ ამომრჩეველს და მოსახლეობას, რომ შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ. ჩვენ აღარ გვაქვს შეცდომების გამეორების უფლება. არაერთხელ გავიხსენე და ვახსენეთ 2008 წლის აგვისტოს ომი. მე მესმის, რომ ეს მათთვის („ნაციონალური მოძრაობისთვის“) ძალიან მძიმე ჭრილობაა, მაგრამ მეგობრებო, ეს თქვენი მძიმე მემკვიდრეობაა. თქვენ დაგვაკარგინეთ ტერიტორიის 20%. “ნაცმოძრაობამ“, სააკაშვილის მთავრობამ რუსული ჯარი შემოაბრუნა, რითაც მათ დააკანონეს ქვეყნის ოკუპაცია. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ჩვენს თავს, რომ წლების განმავლობაში, წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა ჩვენი მოქალაქეების მუდმივი ჩაგვრა, ტერორი, წამება, არაადამიანური მოპყრობა ციხეში, თუ ციხის გარეთ, გაუპატიურება და ა.შ. „ქართულ ოცნებას“ უმძიმესი მემკვიდრეობა გვერგო. აღარაფერს ვამბობ ადამიანის უფლებებზე. მედიის თავისუფლებაზე, რომელიც მათ აღარ აინტერესებთ. სასამართლოს დამოუკიდებლობაზე გვესაუბრებიან ჩვენ, იმ სასამართლოს დამოუკდებლობაზე, რომელიც 2012 წლამდე იყო პროკურატურის დანაყოფი. რასაც ეტყოდა პროკურორი, იმას გააკეთებდა მოსამართლე. დღეს ეს ადამიანები გამოდიან და ჩვენ გვეუბნებიან, რომ დღეს კიდევ რატომ რჩებიან სასამართლოში ბატონი მურუსიძე და სხვები, რამდენიმეს გვარი აქვთ დაზეპირებული. ბატონებო, უკაცრავად, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს მოგმართავთ, თქვენ რატომ რჩებით პოლიტიკაში დღეს, ამ მძიმე წარსულის შემოქმედები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ამერიკის ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ საქართველოშია

ამერიკის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია. თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი ამ წუთებში დაეშვა. ამერიკის საჩუქარს აეროპორტში ჯანდაცვის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img