13.06.2021
- Advertisement -

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი საერთო ამოცანა და ოცნება უნდა იყოს ის, რომ გვყავდეს ძლიერი დიასპორა მთელ მსოფლიოში

საქართველოში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი დღეს გაიხსნა. ონლაინ ფორუმი საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გახსნა.

პანდემიით გამოწვეული გარემოებების გათვალისწინებით, წელს, ღონისძიება სემინარის ფორმატში ჩატარდება. ფორუმში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი პირები და 200-ზე მეტი დიასპორული ორგანიზაციაა ჩართული.

“ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ დიასპორის როლზე ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ისტორიულად ყოველთვის გამოკვეთილი იყო დიასპორის როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ჩვენი საერთო ამოცანა და ოცნება უნდა იყოს ის, რომ გვყავდეს ძლიერი დიასპორა მთელ მსოფლიოში, რაც საბოლოო ჯამში, ძლიერ საქართველოს ნიშნავს.

„ჩვენ არაერთი მაგალითი შეიძლება გავიხსენოთ ჩვენი დიასპორის თვალსაჩინო წარმომადგენლების, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, არამედ იმ ქვეყნების წინსვლასა და განვთარებაში, რომელ ქვეყნებშიც ისინი მოღვაწეობდნენ. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ დიდი პატივით გენერალი გიორგი კვინიტაძე, რომელიც ემიგრაციაში მყოფი ქართველების თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. ასევე მინდა აღვნიშნო ჩვენი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ემიგრაციაში, შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და რა სიმბოლურია, რომ ის ახლა არის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი. დიასპორის წარმომადგენლებს დიდი როლი აქვთ შეტანილი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. მე არ შემიძლია არ აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის როლი და დამსახურება, რომელიც ასევე იყო დიასპორის წარმომადგენელი და იყო ემიგრაციაში მრავალი წლის განმავლობაში და შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და უდიდესი როლი შეასრულა და წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

- Advertisement -

უახლესი სტატიები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას შუამავლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის

აშშ საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდის აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებაზე მიღწეული შეთანხმების ფასილიტაციაში გაწეული "სასიცოცხლო ძალისხმევისთვის". “ამერიკის შეერთებული...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -