29.03.2024
- Advertisement -spot_img

ირაკლი ღარიბაშვილი – დღეს ჩვენ ვხედავთ გამოკვეთილ ნიშნებს, პირდაპირ ვიტყოდი, ჰიბრიდული ენერგეტიკული ომისა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ

„დღეს ჩვენ ვხედავთ გამოკვეთილ ნიშნებს, პირდაპირ ვიტყოდი, ჰიბრიდული ენერგეტიკული ომისა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასთან“ – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშილმა ჟურნალისტებთან გადანაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გაუგებარია ნამახვანჰესის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი. მისივე თქმით,  ჰესის აშენების მოწინააღმდეგეებში არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული და უცხო ქვეყნის მიერ წახალისებული მოქალაქეები.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, უკიდურესაც მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ წაახალისოს ჰესების მშენებლობა.

“ის აჟიოტაჟი, ის ხმაური რაც არის დაწყებული, აბსოლუტურად გაუგებარია. მეორეს მხრივ, მოსახლეობა, მოქალაქეები, რომელიც აბსოლუტურად გულწრფელად არის ჩართული ამ პროცესში, მე მინდა გავმიჯნო ამ პროტესტში გულწრფელად ჩართული მოქალაქეები და ზოგიც პოლიტიკურად ანგაჟირებული უცხო სახელმწიფოების მიერ წახალისებული, ინსპირირებული მოქალაქეები, რაც არის საგანგაშო. დღეს ჩვენ ვხედავთ გამოკვეთილ ნიშნებს, პირდაპირ ვიტყოდი, ჰიბრიდული ენერგეტიკული ომისა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასთან”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.

მისი თქმით, აუცილებელია იმ მოქალაქეებთან მეტი კომუნიკაცია, ვინც ჰესის აშენებასთან დაკავშირებით გულწრფელად წუხს და უშუალოდ კაშხლის მშენებლობის სამუშაოები შეჩერდება 9-12 თვემდე, კიდევ ერთხელ გადამოწმდება ყველაფერი ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ.

ღარიბაშვილის თქმით, ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმართული ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა უნდა შეწყდეს.

ცნობისათვის, რიონის ხეობის მცხოვრებლები და აქტივისტები ჰიდროელექტროსადგურის აშენებას სამ თვეზე მეტია, აპროტესტებენ. 

მათი თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img