24.04.2024
- Advertisement -spot_img

ირაკლი ღარიბაშვილი გახარიაზე – მსოფლიო ანალოგი არ მოიპოვება, როცა პრემიერი გადადგა იმის გამო, რომ კანონი არ აღსრულებულიყო

გახარიას მხრიდან უპრეცედენტო ნაბიჯი ვიხილეთ. ალბათ, მსოფლიო ანალოგი არ მოიპოვება, როცა პრემიერ-მინისტრი გადადგა იმის გამო, რომ კანონი არ აღსრულებულიყო… კრიზისის დროს, პრემიერ – მინისტრი, რომელიც გუნდის ლიდერი იყო, მას უნდა აეღო პასუხისმგებლობა- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ღარიბაშვილის შეფასებით, კრიზისის დროს გიორგი გახარიას პასუხისმგებლობა უნდა აეღო.

„პოლიტიკოსია, ეკონომისტია თუ ბიზნესმენია, ყველა ადამიანის ქმედებას ექნება შებამისი შეფასება. გიორგი გახარია იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშილის მმართველობის დროს იგი იყო ბიზნესომბუდსმენი, შემდეგ ის დაინიშნა ეკონომიკის მინისტრად, შინაგან საქმეთა მინისტრად, უსაფრთხოების საბჭოს მდივნად, შემდეგ უკვე იყო პრემიერ – მინისტრი.

ჩვენ მისი მხრიდან უპრეცედენტო ნაბიჯი ვიხილეთ, ალბათ მსოფლიო ანალოგი არ მოიპოვება, როცა პრემიერ-მინისტრი გადადგა იმის გამო, რომ კანონი არ აღსრულებულიყო. ჩვენ მოვისმინეთ ის განმარტებები, რომ მომატებული რისკი და საფრთხე იყო. ნებისმიერი ოპერაციის ჩატარების დროს, როგორც ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, მას ეს კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ნებისმიერ ოპერაციას თან ახლავს რისკები. ჩვენი პოლიციელები ამიტომ არიან, რომ მიდიან ნებისმიერ რისკზე. ჩვენ ინფორმაცია გვქონდა, იქ არავითარი შეიარაღებული, მითუმეტეს არავითარი დაპირისპირება არ იგეგმებოდა და არ იყო მოსალოდნელი, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. მის ამ ქმედებას დაერქვა სახელი.

კრიზისის დროს, პრემიერ – მინისტრი, რომელიც გუნდის ლიდერი იყო, მას უნდა აეღო პასუხისმგებლობა. რამდენიმე დღეში ჩემი და გომელაურის ხელმძღვანელობით უპრობლემოდ ჩავატარეთ ოპერაცია. არავინ არ დაზიანებულა. როგორ ფიქრობთ, მე მომატებულ საფრთხეებზე და რისკებზე არ ვფიქრობდი? შესაბამისად, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ საქმიანობას თან ახლავს პასუხისმგებლობა, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ყველა ჩვენს ქმედებაზე, გადაცდომაზე თუ მიღწევაზე.

ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა სრულყოფილი შეფასება. მან დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი, მათ შორის გიორგი გახარიას ქმედებას. შესაბამისად მე ვერაფერს დამატებით ვერ გეტყვით, გარდა იმისა, რომ ყველა ადამიანს ვუსურვო წარმატება“ , – განაცხადა ღარიბაშვილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img