23.04.2024
- Advertisement -spot_img

ირაკლი ღარიბაშვილი – განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას ვიწყებთ

განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას ვიწყებთ – სამუშაოების დაწყება ჩვენ წელსვე გვინდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დამატებით, 20 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

„ჩვენ ინიციატივა დავამუშავეთ, რომელიც მე რამდენიმე კვირის წინ გავაჟღერე. ეს ეხება ზოგადად, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების, საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას და ჩვენ დღეს უკვე ვიწყებთ განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას. სამუშაოების დაწყება ჩვენ წელსვე გვინდა და 3-დან 4 წლამდე, დაახლოებით, 3 წელში გვინდა, რომ ყველა სამუშაო დასრულებული იყოს. დაფინანსების ჯამური მოცულობა დაახლოებით 2.5, შეიძლება 2.3 მილიარდი ლარიც იყოს. ჩვენ ამ ეტაპზე 2 მილიარდი ლარით დავიწყებთ. ეს თანხა იქნება ხელმისაწვდომი კომპანიებისთვის.

ჩვენ სამშენებლო სექტორს შევთავაზებთ, რომ ჩვენი გარანტირებული დაკვეთით დამატებითი ფინანსური რესურსი მოიზიდონ და ამ პროგრამაში ჩაერთონ. ვფიქრობ, ეს იქნება უნივერსალური გადაწყვეტილება. ერთის მხრივ, ჩვენ დაგეგმილ პროექტებს ვადაზე ადრე განვახორციელებთ, მეორეს მხრივ, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ ზრდას დაეხმარება. ასევე, ბიზნესისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მომავალი 3 წლის განმავლობაში 80 სკოლა და 90 საბავშვო ბაღი აშენდება. გარდა ამისა, დაგეგმილია სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაცია.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img