20.04.2024
- Advertisement -spot_img

ირაკლი ღარიბაშვილი – ისტორიული სამართლიანობა აღდგება და საქართველო აუცილებლად გაერთიანდება – მშვიდობისა და განვითარების გზით ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან ერთად შევქმნით ძლიერ, განვითარებულ სახელმწიფოს

ისტორიული სამართლიანობა აღდგება და საქართველო აუცილებლად გაერთიანდება. მშვიდობისა და განვითარების გზით ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან ერთად შევქმნით ძლიერ, განვითარებულ სახელმწიფოს, რომელიც მიმზიდველი იქნება მისი თითოეული მოქალაქისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.

ირაკლი ღარიბაშვილი 29 წლის წინ, აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

“29 წლის წინ, დღევანდელ დღეს, დაიწყო საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მოვლენა – აფხაზეთის ომი. მოძმე ხალხთა შორის კონფლიქტმა მრავალი ადამიანის – ჯარისკაცთა თუ მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა. ფრონტის ხაზის ორივე მხარეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იდგნენ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ თითოეული გარდაცვლილის ოჯახს. ისტორიული სამართლიანობა აღდგება და საქართველო აუცილებლად გაერთიანდება. მშვიდობისა და განვითარების გზით ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან ერთად შევქმნით ძლიერ, განვითარებულ სახელმწიფოს, რომელიც მიმზიდველი იქნება მისი თითოეული მოქალაქისთვის, სადაც ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების პირობებში ყველას ექნება თვითმყოფადობის შენარჩუნების, კეთილდღეობისა და განვითარების შესაძლებლობა“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img