20.04.2024
- Advertisement -spot_img

ირაკლი ღარიბაშვილი – მზად ვართ, საქართველოსა და ქუვეითს შორის ყველა მიმართულებით გავაფართოვოთ კავშირები, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროებში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ შეიხ საბაჰ ხალიდ ალ-ჰამად ალ საბაჰთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მზად არის ქუვეითთან ყველა მიმართულებით გააფართოვოს კავშირები, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროებში.

„არაჩვეულებრივი იყო პრემიერ-მინისტრ საბაჰ-ალ-ჰალიდ ალ-საბაჰთან შეხვედრა და ყველა ინსტიტუციურ დონეზე ჩვენი პარტნიორობის გაღრმავების გზების საფუძვლიანი განხილვა. მზად ვართ, ყველა მიმართულებით გავაფართოვოთ კავშირები, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროებში“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img