15.10.2024
- Advertisement -spot_img

ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობის“ წევრებს – ომის შემდეგ თქვენ რა გააკეთეთ, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგეწესებინათ?

მე მინდა კითხვა დავუსვა ძვირფას ოპონენტებს – ომის შემდეგ თქვენ რა გააკეთეთ, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგეწესებინათ? ნული. არაფერი. პირიქით, რუსულ სახელმწიფო კომპანიებს სტრატეგიული აქტივები, ენერგეტიკული ობიექტები მიყიდეთ. ამის შემდეგ თქვენმა გუნდმა, სააკაშვილმა რუსეთის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი ცალმხრივად დაუწესა. მაგარი სანქციები გაატარეს, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.

„ომის შემდეგ არავითარი სამუშაო არ ჩაუტარებიათ არსად, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მოემობილიზებინათ და რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინათ. ვინმეს რამე გახსენდებათ? არა, იმიტომ რომ მსგავსი არაფერი გაკეთებულა. დღეს ესენი მოგვიწოდებენ, რომ რუსეთს სანქციები დავუწესოთ, რუსეთს კი არა საკუთარ თავს მეგობრობო, მეორე ფრონტი გავხსნათ აქ თურმე…,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ არ შეუერთდა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

მისი თქმით, საქართველოს რუსეთთან ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები აქვს და „გვინდა თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არ გვინდა – ეს ასეა“.

„საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი წილი – დაახლოებით, 1 მილიონი ადამიანი რუსეთში ცხოვრობს. ჩვენ კარგად გვახსოვს მეგობრებო, მათი გაუაზრებელი, უგუნური პოლიტიკის შედეგად როგორ უღირსად მოექცნენ ჩვენს მოქალაქეებს. სატვირთო თვითმფრინავებით გამოაგზავნეს საქართველოში, წაართვეს ბიზნესები, სახლები და საშინელი ტერორი გამოიარეს. ამის შემდეგ კარგად გახსოვთ, სანქციების მიერთების თაობაზე რამხელა აჟიოტაჟი ატყდა. ჩვენ ვთქვით მარტივად, რომ ჩვენ რუსეთთან ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს და ეს სავაჭრო ურთიერთობები ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს ეხება. გვინდა თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არ გვინდა – ეს ასეა. ეს არის რეალობა, ეს ყველამ კარგად გაითვალისწინეთ,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ლონდონსა და ნიუ-იორკს შორის ფრენას შესაძლოა საათზე ნაკლები დრო დასჭირდეს

ჰიპერსონიკური კომერციული ფრენების ახალი ერა კოსმოსური ინდუსტრიის კომპანიამ  Venus Aerospace -მა  წარადგინა ახალი ჰიპერსონიკური ძრავა, რომელიც, მათი თქმით,  დიდი მიღწევაა ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img