18.09.2024
- Advertisement -spot_img

ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა მელიაზე – არ მაინტერესებს გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები და შოუ

„დღეს ჩვენს მოსახლეობას უამრავი პრობლემა აქვს – სიღარიბე, უმუშევრობა, კოვიდპანდემია. არ მაინტერესებს გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები და შოუ“, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების მიერ ნიკა მელიას შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, ქვეყანაში არავინ, მათ შორის – არც ნიკა მელია არ დგას კანონზე მაღლა.

„კარგად გვახსოვს, როგორ ამბობდა ეს ადამიანი, რომ ვერც დაიჭერდნენ და არც გირაოს გადაიხდიდა. რა თქმა უნდა, კანონი აღსრულდა. ჩვენ არასდროს არავის შევეკითხებით ნებართვას, რომ კანონი აღსრულდეს და მას ყველა დაემორჩილოს. ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ ამ ქვეყანაში არავინ დგას კანონზე მაღლა, არც კანონზე დაბლა, მაგრამ ჩვენ არავის შევეკითხებით ნებართვას – არც ამ გაუგონარ ადამიანს, რომელიც ტყუილად ბაქიბუქობდა, ამბობდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა. აღმოჩნდა, რომ დაიჭირეს კიდეც და გირაოც მიიღო“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ახალი პოლიტიკის ეტაპი: როგორ ვითარდება გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის ალიანსის იდეა

დღის მთავარი პოლიტიკური მოვლენა - გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის შეხვედრა და მათი პოზიციების გამოხატვა, პოლიტიკურ სპექტრში რამდენიმე მნიშვნელოვან...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img