04.10.2023
- Advertisement -spot_img

ირაკლი ღარიბაშვილი – ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის, მათ შორის პროტესტის აქციების გზით გამოხატვის თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დედაქალაქში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას გამოეხმაურა.

„ძალიან მარტივია; 2012 წლის შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში სრული თავისუფლება და რეალური, ჭეშმარიტი დემოკრატიაა. ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის, მათ შორის – პროტესტის აქციების გზით გამოხატვის თავისუფლება. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის აბსოლუტურად ნორმალურია ის, რაც ხდება“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები აქციას თბილისში მართავენ. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ. მოთხოვნები კვლავ უცვლელია. მათ მთავარ მოთხოვნად კომპანია „ენკასთან“ ხელშეკრულების შეწყვეტა სახელდება.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img