19.09.2021
- Advertisement -spot_img

ირაკლი ღარიბაშვილი – ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა და ყველა მოძალადე დაიჭირა, ეს არის მთავარი

ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა და ყველა მოძალადე დაიჭირა, ეს არის მთავარი, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის დაისჯებიან 5-6 ივლისს მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე განხორციელებული ძალადობის მონაწილეები და ორგანიზატორები.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, „ყველა მოძალადე არის დასჯილი, ყველა მოძალადე არის დაჭერილი“.

„ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა და ყველა მოძალადე დაიჭირა, ეს არის მთავარი. მთელი ეს სიყალბე, რომელიც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვნახეთ, არის მხოლოდ და მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესების გატარებისთვის ორგანიზებული“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთანავე, როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის დროს მთელი სახელმწიფო იყო მოძალადე, როგორც მედიაზე, ასევე ბიზნესზე და მოქალაქეებზე.

„მთელი სახელმწიფო იყო მოძალადე თქვენი ხელისუფლების დროს. სააკაშვილის დროს სახელმწიფო იყო მოძალადე როგორც ტელევიზიაზე, ბიზნესზე, ასევე მოქალაქეებზე, ყველაზე,“- განაცხადა ღარიბაშვილმა

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

“გირჩმა” ე.წ. სისხლიანი ბანერი გადაფარა წარწერით-მოდი რეფერენდუმზე

 "გირჩმა" თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებულ "სისხლიან ბანერზე" ტრანსპარანტი გადმოფინა წარწერით "მოდი რეფერენდუმზე". სიძულვილის ენის შემცველ ბანერებზე, რომლებიც...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img