23.11.2024

ირაკლი ღარიბაშვილი – სააკაშვილს და მელიას ქვეყნის მეორედ დანგრევის უფლებას არ მივცემთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა და ნიკა მელიამ ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა და მეორედ ამის უფლებას მმართველი გუნდი არ მისცემს.

როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გურიაში განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხს ცრუ, გაუგებარ და აბსურდულ დაპირებებს აძლევს.

„სააკაშვილს და მელიას, რომლებმაც ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა, მეორედ ამის უფლებას არ მივცემთ. ეს ცრუ, გაუგებარი, აბსურდული დაპირებები ადრეც გვინახავს და კარგად ვიცით, მათი მმართველობის დროს როგორ ტყუილებში გვაცხოვრებდნენ. შესაბამისად, ეს არ არის საინტერესო.

რა დაპირებაც ჩვენ გვქონია, ეს არის რეალისტური და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ, გპირდებით, ვიდრე ეს საარჩევნო კამპანიის წინ იყო დაპირებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img