საქართველო მკაცრად გმობს ძალადობასა და ისრაელის ტერიტორიაზე სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს უსწრაფეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. დაძაბულობის დაუყოვნებლივ დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს სამოქალაქო მოსახლეობას შორის შემდგომი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად“, – დაწერა სოციალურ ქსელ Twitter-ზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.