პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შვილის გაჩენის შემთხვევაში იპოთეკური სესხით კერძო სახლის ყიდვასაც შეძლებთ.
როგორც მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, პროგრამა დღეიდან ამოქმედდება.
“ნათია თურნავა დღეს წარმოადგენს ახალ პროგრამას, რომელიც ჩვენ რამდენიმე ხნის წინ დავაანონსეთ, ესაა სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამა მრავალშვილიანი, ან ისეთი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები.
იპოთეკური სესხით შესაძლებელი იქნება როგორც ბინის, ისე კერძო სახლის შეძენა. ეს არის ძალიან კარგი პროგრამა, რომელსაც დღეს ჩვენ ოფიციალურად დავიწყებთ”, – თქვა ღარიბაშვილმა.