20.10.2021
- Advertisement -spot_img

ირაკლი ღარიბაშვილი – „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონი დოზა უკვე საქართველოშია

„სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონი დოზა უკვე საქართველოშია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართლ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 5 ივლისიდან საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია იწყება.

„მინდა ჩვენს მოსახლეობას ვაცნობო ძალიან პოზიტიური ინფორმაცია. დღეს ჩვენ ჩამოგვივიდა მილიონი დოზა ვაქცინა. ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ჩინური ვაქცინები, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა ძალიან კარგად იცნობს – „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინები. მილიონი დოზა უკვე არის ადგილზე. ჩვენ ახლა ვართ მზად, რომ ორშაბათიდან დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გოგელიას კლინიკაში მისული მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მაგივრად C ვიტამინი გაუკეთეს

მოქალაქეები ამბობენ, რომ გოგელიას კლინიკაში გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინი გაუკეთეს. კლინიკაში მყოფი პაციენტების თქმით, ერთ-ერთს გაუჩნდა ეჭვი, რომ ოთხკომპონენტიანი გრიპის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img